რეზონანსი
04.10.2026

არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ IRI-ის კვლევაზე საუბრისას.

კირცხალია აღნიშნავს, ოპოზიციის კომენტარებიდანაც ჩანს, თუ როგორი დაბნეულები არიან, ერთ მესიჯბოქსზეც ვერ ჩამოყალიბდნენ და ესეც მიუთითებს იმ დაბნეულობაზე, რაც დღეს არის აგენტურულ ფლანგზე ქვეყანაში.

„როდესაც დღეს ვხედავთ მათივე ჩატარებულ კვლევას და ვხედავთ, თუ რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა" და იმ აგენტურას შორის, ეს გვაჩვენებს, თუ რამხელა უფსკრულია ქართველ საზოგადოებასა და იმ აგენტურას შორის ჩვენს ქვეყანაში, მათვე კვლევებით. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ იმ მონაცემებზე ორჯერ მეტია მინიმუმ ის მაჩვენებელი, დღეს რაც არის.

კვლევების შედეგები გამოიწვია ერთმა თვალსაჩინო მიზეზმა. ეს ხალხი 2022 წლის შემდეგ იდგა რუსთაველის გამზირზე, ოცნებებოდა ბომბების წვიმაზე და სირცხვილით იწვოდნენ, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ პატარა საქართველოში იყოს მშვიდობა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ რეალურად ვის ემსახურება ის ქართვული სახელები და გვარები, რომ;ებსაც თავი მოაქვთ ოპოზიციად, რომლებიც გამოდიან უტიფრად და პრეტენზია აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უნდა ჰქონდეთ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი. ამან გამოიწვია მათი განულება", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×