რეზონანსი
05.10.2026

ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე შემდეგი სახის მოსაზრებას ავრცელებს:

,,რატომ გამოიყვანა 2012 წლის კადრებმა ხალხი მასოურად და რატომ არ აგორდა პროტესტი იგივე თემაზე ახლა? რა შეიცვალა ამ წლების მანძილზე საზოგადოების ცნობიერებაში?

ყველაზე საინტერესო მიზეზი ჩემი აზრით, დღეს ქართველი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე პოლიტიკური ბრალდებების მომხმარებელი კი არა, პოლიტიკური ბრალდებების შემფასებელი გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ადამიანი უსმენს ორივე მხარეს და ფიქრობს:

1. მაჩვენეთ სრული ჩანაწერი.

2. მაჩვენეთ სამედიცინო დასკვნა.

3. მითხარით ვინ იყვნენ თანამშრომლები.

4. გამოიკვლიეთ დამოუკიდებლად.

მერე გადავწყვეტ, რა მოხდა.

სწორედ ამიტომ არის საინტერესო, რომ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმაც კი არ თქვეს „გაუპატიურება დადასტურდა“. მათ თქვეს: ბრალდება სერიოზულია და საჭიროა სრული, დამოუკიდებელი გამოძიება.

და ჩემი აზრით, აქ არის მთავარი გაკვეთილი:

„გაუპატიურება“, „წამება“, „სისხლიანი რეჟიმი“ და ა.შ. - აღარ არის საკმარისი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.

საზოგადოებას სჭირდება დამაჯერებელი მტკიცებულება + ნდობა იმ ადამიანის/ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამ მტკიცებულებას აჩვენებს. წერტილი.

ახლა კი თქვენ მითხარით წყევლა-კრულვის გარეშე, რატომ არ გამოყავს ქუჩაში ხალხი სკანდალს?“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×