რეზონანსი
06.10.2026

ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილი ყოფილი ცოლი, მოდელი ნეკა დოროყაშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა ჟურნალ "თბილისელებთან":

„სხვათა შორის, საქართველოში ამ ადამიანთან ერთად ვბრუნდები. მოდის კვირეულის შემდეგ ავთერფართიზე ერთად წავედით არმანის რესტორანში. იქ მნახა და ამის მერე ერთად ვართ. არასდროს შეხვედრია ბიჭი, რომელსაც ერთი ნახვით შევუყვარდებოდი. თან, მეგონა, რომ უბრალოდ, სხვა ეროვნების მამაკაცთან არ მექნებოდა ის ემოცია და სიახლოვე, რაც შეიძლება, ქართველთან მქონოდა. ამ ადამიანმა კი ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.

ასე რომ, მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა. ზოგი ამბავი ისე იწყება, თითქოს ზღაპრის პირველი გვერდი თავისით გადაიშალა. მან, როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა. ხომ არის ეს ზღაპრის დასაწყისი? ჩვენ ერთად ვბრუნდებით საქართველოში და ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება...“ - ამბობს მოდელი ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ცნობილ ქართველ ჩოგბურთელზე, ნიკოლოზ ბასილაშვილზე იქორწინა. მათ თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი, ლუკას ბასილაშვილი შეეძინათ. მოგვიანებით კი წყვილის განქორწინების ხმაურიანმა საქმემ მთელი ქვეყანა მოიცვა - ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლეს ბრალი დასდო როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაში. 

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×