რეზონანსი
06.10.2026

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. არსებული ინფორმაციით ის საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდა.  დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც, ასევე, ყოფილი ჟურნალისტი. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნოდარ ჩაჩუამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კორესპონდენტი იყო და 2024 წლის ნოემბერში ტელევიზია დატოვა. როგორც ის აცხადებდა, მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რის გამოც ტელევიზიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×