რეზონანსი
06.10.2026

კვლევებით ვნახეთ, რადიკალურ ოპოზიციაში რა პროცესიცაა, მათი მხარდაჭერა გამქრალი და განულებულია. თავისი ამომრჩევლები მთლიანად დაკარგეს, რომლებიც 2024 წელს ჰყავდათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოებაში ნდობა მთლიანად დაკარგა.

„ერთადერთი, დღეს, ვინც რადიკალურ ჯგუფებს ასულდგმულებს, უცხოეთია - ბრიუსელი და სხვადასხვა ჯგუფები, დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ, რომ მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას პულსი შეუნარჩუნონ. ამიტომ, ეს აგონიაა. როდესაც მიხვდნენ, რომ ყველანაირი მხარდაჭერის რესურსი სრულად გაფანტეს. რა თქმა უნდა, ახლა ერთმანეთს დაერევიან, ერთმანეთს დააბრალებენ. ეს ერთი და იმავე წრეა, ჯერ ვითომ ცალ-ცალკე არიან, შემდეგ გაერთიანდებიან ერთიან ფრონტში ხოლმე, შემდეგ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, ისევ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან. ეს ერთი და იმავე ციკლია, რომელშიც არიან მოქცეული მარტივი მიზეზის გამო, რომ შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზრდება. რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც მოქმედებს და საკუთარ თავსაც წამლავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×