
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა მიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოში ხალხის რწმენა ევროპული მომავლის მიმართ იმედს აძლევს.
„საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, - აცხადებს მარტა კოსი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.