რეზონანსი
08.10.2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ დიკლოში იპოვეს. ადგილობრივებმა მისი ადგილსამყოფელი დრონის მეშვეობით დააფიქსირეს. თავდაპირველად, მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუხუმ ბაშინურიძე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება.

მამაკაცის შვილი, ვერიკო ბაშინურიძე ამბობს, რომ სოფელ ომალოს ჰყავს ექიმი და სამედიცინო დახმარებისათვის  მას მიმართავენ, რადგან ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. ლუხუმ ბაშინურიძე თუშეთში მწყემსად მუშაობდა. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, ოჯახის წევრებს მასთან დასაქმებულმა პირებმა შეატყობინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×