რეზონანსი
08.10.2026

 შოტ­ლან­დი­ა­ში, დან­ფერმ­ლა­ინ­ში, 55 წლის ბავ­შვის მომ­ვლელ­მა, ამან­და მე­თი­უსონ­მა, აღი­ა­რა, რომ მის მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში მყოფ ბავ­შვებს სახ­ლში მარ­ტო და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ტო­ვებ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, მე­თი­უსო­ნი ერ­თდრო­უ­ლად 27 ბავ­შვს უვ­ლი­და, მა­შინ როცა ლი­ცენ­ზი­ით მაქ­სი­მუმ 8 ბავ­შვის მოვ­ლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის დროს ბავ­შვებ­მა მშობ­ლებს უთხრეს, რომ მე­თი­უსო­ნის სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნა მათ­თვის "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ" იყო. ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად მი­სულს სახ­ლში რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი მარ­ტო, ოთა­ხებ­ში გა­მო­კე­ტი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი დახ­ვდა.

მშობ­ლე­ბი ასე­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ მათი შვი­ლე­ბი ზოგ­ჯერ სახ­ლში მში­ე­რი ან მწყურ­ვა­ლი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­ფე­ნე­ბით ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საც­ვლე­ბით.

მე­თი­უსო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ბავ­შვის მომ­ვლე­ლად. 2023 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის მი­ხედ­ვით, მას ერ­თდრო­უ­ლად მხო­ლოდ რვა ბავ­შვის მოვ­ლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ზოგ­ჯერ მშობ­ლებს სახ­ლში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და და ხმა­მა­ღალ მუ­სი­კას რთავ­და, რათა და­ე­მა­ლა, რამ­დე­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და მის მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში.

მე­თი­უსო­ნი 2025 წლის 2 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა 2023 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2024 წლის აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვებს ეხე­ბო­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×