რეზონანსი
08.10.2026

 და­კარ­გუ­ლი მწყემ­სი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა დრო­ნის დახ­მა­რე­ბით იპო­ვეს.

64 წლის ლუ­ხუმ ბა­ში­ნუ­რი­ძეს ოჯა­ხი 3 ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­და. მა­მა­კა­ცი თუ­შეთ­ში მწყემ­სად წა­ვი­და, რო­დე­საც ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი შე­წყვი­ტა. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს არ იყე­ნებ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხი მას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სო­ფელ ომა­ლო­ში, მთის ფერ­დობ­ზე და­კარ­გუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი მწყემ­სი დრო­ნის დახ­მა­რე­ბით იპო­ვეს და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

"112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სო­ფელ ომა­ლო­ში და­კარ­გუ­ლი მწყემ­სის შე­სა­ხებ.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ტე­რი­ტო­რია დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით დათ­ვა­ლი­ერ­და, რის შე­დე­გა­დაც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა მთის ფერ­დობ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი მწყემ­სი იპო­ვეს.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც იგი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×