
აშშ-ში უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს ევროპელი პარტნიორები შეუერთდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს, რომელიც აშშ-ში 9-10 ოქტომბერს ჩავა და პრეზიდენტი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდება, ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან.
"უკრაინული სამომლაპარაკებლო ჯგუფი პარასკევს, შეერთებულ შტატებში ხვდება ჯარედ კუშნერს, სტივ უიტკოფს. ჩვენი მხრიდან არიან - ბუდანოვი, კისლიცა, არახამია, უმეროვი. შეხვედრები ორი დღის განმავლობაშია დაგეგმილი და ევროპული გუნდის იმედი გვაქვს, რომელიც ჩვენს სამომლაპარაკებლო ჯგუფს შეუერთდება, ასევე, ამერიკულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინული სამომლაპარაკებლო ჯგუფი კიევში ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილით დაბრუნდება და დეტალებს მიაწვდის.
მისი თქმით, განხილული იქნება სექტორული ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები. ცალკე, ამერიკულ მხარესთან განხილული იქნება საჰაერო თავდაცვის საკითხები, ხოლო ევროპელებთან - დაფინანსების მოახლოება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ში უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს ევროპელი პარტნიორები შეუერთდებიან
აშშ-ში უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს ევროპელი პარტნიორები შეუერთდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს, რომელიც აშშ-ში 9-10 ოქტომბერს ჩავა და პრეზიდენტი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდება, ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან.
"უკრაინული სამომლაპარაკებლო ჯგუფი პარასკევს, შეერთებულ შტატებში ხვდება ჯარედ კუშნერს, სტივ უიტკოფს. ჩვენი მხრიდან არიან - ბუდანოვი, კისლიცა, არახამია, უმეროვი. შეხვედრები ორი დღის განმავლობაშია დაგეგმილი და ევროპული გუნდის იმედი გვაქვს, რომელიც ჩვენს სამომლაპარაკებლო ჯგუფს შეუერთდება, ასევე, ამერიკულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინული სამომლაპარაკებლო ჯგუფი კიევში ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილით დაბრუნდება და დეტალებს მიაწვდის.
მისი თქმით, განხილული იქნება სექტორული ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები. ცალკე, ამერიკულ მხარესთან განხილული იქნება საჰაერო თავდაცვის საკითხები, ხოლო ევროპელებთან - დაფინანსების მოახლოება.