რეზონანსი
09.10.2026

რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. მეგობრობის გამზირზე "მერსედესის" მარკის მინივენი 15 წლის ბიჭს მაშინ დაეჯახა, როცა მოზარდი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×