რეზონანსი
10.10.2026

აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან - კანცელარიასთან მძღოლები შეიკრიბნენ, იმისთვის რომ ე.წ მაყუჩების კანონი გაეპროტესტებინათ. საუბარია მთავრობის 584-ე დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ღამის საათებში ავტომანქანის მიერ გამოწვეული მაქსიმალური ხმაურის ზღვრად  80 დეციბელია დაწესებული, ხოლო გაზომვის წესად კი ხმის მზომი ხელსაწყოს მაყუჩიდან 50სმ-ით დაშორება განისაზღვრა. 

მძღოლები ამბობენ, რომ ახალი კანონების გამო, ჯარიმა-ჯარიმაზე მისდით, აკლდებათ ქულებიც მართვის მოწმობიდან, ამიტომ მოითხოვენ, რომ კანონი იმგვარად  შეიცვალოს, საქართველოს ავტო-მოტოპარკს შეესაბამებოდეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს, ისინი რეგულაციების გადახედვას და მძღოლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მოითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×