რეზონანსი
10.10.2026

ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება, - ასე ეხმაურება მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მისი თქმით, სხვა მოლოდინი არც ჰქონია.

„ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება. სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ“, - განაცხადა ირმა დავითაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×