რეზონანსი
10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

საკითხზე შეფასებები მმართველ გუნდში გაკეთდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილის განცხადებით, უკვე ცალსახად გამოიკვეთა, რომ ეს იყო მართული პროცესი და ამით საზოგადოებაში აჟიოტაჟის შემოტანა სურდათ:

„უკვე ცალსახად გამოიკვეთა, რომ ეს იყო მართული პროცესი და ამით სურდათ საზოგადოებაში აჟიოტაჟის შემოტანა. ნათლად ჩანდა ამ სცენებში, რომ არანაირ ძალადობას და ძალის გადამეტებას იქ არ ჰქონია ადგილი, მაგრამ როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში ხდება და უნდა მოხდეს, ჩატარდა გამოძიება და გამოძიებამაც უკვე ოფიციალურად დაადგინა, რომ არანაირ ძალის გადამეტებას და რაიმე სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი.

ქართველი ადამიანი სენსიტიური არის პატიმრების მიმართ და როდესაც პატიმარზე ძალადობს ვინმე, რასაც ჩვენ 2012 წლამდე ვხედავდით, ვნახეთ საზოგადოებამ როგორი რეაქცია გამოაჩინა ამაზე და ანალოგიურად უნდათ ხელოვნურად უკვე ამის შექმნა, მაგრამ ფაქტია ეს არ გამოუვათ, რადგან  ყველამ ვიცით, რომ პატიმრების უფლებები დღეს საქართველოში აბსოლუტურად მაქსიმალური სტანდარტით არის დაცული“, - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×