რეზონანსი
10.10.2026

ქართული კომპანიის „საზღვაო ხაზი E60“ კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სავაჭრო გემი დაზიანდა - ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ჩაიძირა, ხოლო მეორე - სერიოზულად დაზიანდა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა გემი „დიოსკურია“, რომელიც ქართული კომპანიის მფლობელობაშია. „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა დაზიანებული გემის ბორტიდან 18 მეზღვაური, მათ შორის დაშავებული პირები, საკუთარ გემზე უსაფრთხოდ გადაიყვანა, დაშავებულებს ბორტზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მოგვიანებით გადარჩენილი მეზღვაურების სანაპიროზე გადაყვანა ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ კატერით უზრუნველყო, ხოლო დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქართულმა კომპანიამ „საზღვაო ხაზი E60“-მა გემი „დიოსკურია“ 2024 წელს შეიძინა და განაახლა, ის დღესდღეობით საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო სატვირთო-სამგზავრო გადაზიდვებს აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×