
დიდხნიანი დუმილის შემდეგ ევროკავშირის ელჩი მედიასთან გამოჩნდა. პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ეწინააღმდეგება თუ არა პაველ ჰერჩინსკი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს. ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს არასოდეს დაუჭერია მხარი ძალადობისთვის.
საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებსა და ჰერჩინსკის განცხადება შეფასება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა საზოგადოებას უთხრას, რომ ის არაფერ შუაში არ არის, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის
„ჰერჩინსკი მუდმივად იმეორებს, რომ არანაირი აგრესია არასდროს დაუფინანსებიათ და პრაქტიკულად პასუხი არა აქვს იმაზე, თუ რას წარმოადგენდა, მაგალითად, ის აქცია, რომელიც ჩაატარეს რადიკალურ ოპოზიციონერებთან ერთად, ექსტრემისტებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა აქ, რუსთაველზე. როდესაც პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
ფაქტია, რომ დემონსტრირება ფიზიკური, ფინანსური, პოლიტიკური აშკარად ხდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი. ასე რომ, ჰერჩინსკის სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა საზოგადოებას უთხრას, რომ ის არაფერ შუაში არ არის, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ამის მიზეზიც. აბსოლუტურად არ არის ეს მიმართული მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მთლიანობაში ეს არის ყველას წინააღმდეგ მიმართული - მთელი ქართული საზოგადოების და მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. რასაკვირველია, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ვინაიდან აზრი, მიზანი ამ ქმედებას აქვს აბსოლუტურად კონკრეტული, რომ საზოგადოება ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მოუტანს მას ეკონომიკურ ნგრევას, თუმცა მთლიანად ამ დაპირისპირებაში ევროკავშირისთვის იქნება ეს სასარგებლო“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.