რეზონანსი
10.10.2026

მამას ციხიდან გამოსვლა უნდა, შვილი ამბობს, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა უმჯობესია. როდის დაწერს პაატა ბურჭულაძე აღიარებით ჩვენებას 4 ოქტომბრის საქმეზე და რატომ ეწინააღმდეგება მამის პოზიციას შუქრი ბურჭულაძე. მმართველი გუნდი უმცროს ბურჭულაძეს პავლიკ მოროზოვს უწოდებს.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას უნდა მათ უცხოელ დამკვეთებს თავი მოაჩვენოს და უთხრას, რომ პოლიტპატიმრები გვყავს, რადგან მათგან დაფინანსება წამოიღონ:

„იმდენად არის შავი ფულის ტრიალი, იმდენად არის მზარდი დაფინანსება... შვილები ითხოვენ მამების ციხეში ყოფნას, ხალხო, გაგიგიათ?! შუქრი ბურჭულაძე ითხოვს მამამისისგან, იქ იჯექიო, იქ უნდა ეწამოო... ფაქტია, მოუწოდა უამრავ ახალგაზრდას, ჩვენს მოქალაქეს, რომ შტურმით ავიღოთო, ხო? ფაქტია დანაშაული, ფაქტია დამტკიცებული. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ იქ უცხოელებს, მათ პატრონებს, დამკვეთებს თავი მოაჩვენონ, რომ აი, ხედავთ, ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, ციხეში არიანო - დაფინანსება კიდევ რომ წამოიღონ. ტრაგედიაა, მეტი არაფერი, რაც ხდება ამ რადიკალებში და ოპოზიციაში“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმეზე 64 ბრალდებულიდან 50-ზე მეტმა პირმა უკვე გამოიყენა ან ახლა იყენებს საპროცესო შეთანხმების მექანიზმს, რის შემდეგაც მათ საპყრობილე დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×