რეზონანსი
10.10.2026

რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არაა. 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ ყველაზე დიდ სასანქციო სიას შეათანხმებენ , - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსეთის დარტყმებმა ორ დღეში 80-ზე მეტი უკრაინელი სამოქალაქო პირი მოკლა. მეტიც, მან გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის, ერთდროულად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ნატოს მოკავშირეების, წინააღმდეგ.

რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს მეტ შემოსავალს აძლევს ომის საწარმოებლად.

რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არაა, და ევროპა არ შეასუსტებს.

ორშაბათს [12 ოქტომბერს], ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ ომის დაწყებიდან რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასანქციო სიის დამტკიცებას,” - წერს კალასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×