
გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
„მალანიებზე პოსტის დაწერას ვაპირებდი ამ დილით, მაგრამ ეს რომ არ დავდო არ შემიძლია.
წუხელ ფეისბუქში შემხვდა ჩემი ცენტრის ინგლისურის მასწავლებლის მიერ გაზიარებული მოგონება.
ეს სურათი ჩვენს ცენტრში აქვს გადაღებული.
გაკვეთილების დაწყებამდე ადრე მოვიდა ალბათ, თორემ მერე ისე ვმუშაობდით ყველანი, რომ წყლის დალევის დროც კი არ გვქონდა.
ვშრომობდით შეუსვენებლად და არ ვიღლებოდით, რადგან ამას სიამოვნებით და სიყვარულით ვაკეთებდით.
ბავშვებო, მშობლებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ გვეგონა უსაფრთხო გარემოში გვყავდით.
კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და არა სხვისი. (ასეთი მძიმე სიტყვები ჯერ არ მითქვამს),“ - დაწერა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე