რეზონანსი
11.10.2026

 ბა­ქო­ში მიმ­დი­ნა­რე ძი­უ­დოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­კვნით დღეს, ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ლაშა ბე­ქა­უ­რის ას­პა­რე­ზო­ბამ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპორ­ტსმენ­მა ცალ ფეხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო, ნატ­კე­ნი ფე­ხით ფრან­გი ძი­უ­დო­ის­ტი გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­შიც და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნა.

"სულ რომ ფეხი არ მქო­ნო­და, მა­ინც მო­ვი­გებ­დი" - აღ­ნიშ­ნა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­სიტ­მა.

რე­ჟი­სო­რი სან­დრო ელოშ­ვი­ლი ამას­თან და­კავ­შრე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს."სპორ­ტი მარ­ტო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის არ მო­უ­გო­ნი­ათ, იმ გა­მარ­ჯვე­ბით ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭო, გა­ა­ხა­რო და თავი შე­აყ­ვა­რო! ახლა რაც ბა­ქოს ჯუ­დოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­და, ეს სპორტზე მე­ტია და უფრო სამ­შობ­ლოს ნიშ­ნავს! მოკ­ლედ ბოლო დღეს არის ხოლ­მე გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რე­ბა, ბრინ­ჯა­ოს შან­სი მა­ინც რომ გვქო­ნო­და, ძა­ლი­ან ძლი­ერ საფ­რან­გეთ­თან უნდა მოგ­ვე­გო... სულ ოთხამ­დეა, 3-3 შემ­თხვე­ვა­ში კი კი­დევ ერთი ბრძო­ლა ემა­ტე­ბა. დე­მეტ­რაშ­ვილ­მა და ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა თა­ვი­სი მო­ი­გეს... და ამ დროს ლაშა ბე­ქა­ურ­მა პირ­ვე­ლი­ვე წა­მებ­ზე ისე­თი ტრავ­მა მი­ი­ღო, ვე­ღარც და­დი­ო­და, ფეხს ვერ ას­წო­რებ­და... პირ­ვე­ლად ვნა­ხე ამ კაც­ზე ტკი­ვი­ლის ცრემ­ლე­ბი! ნუ, ვი­ფიქ­რე ალ­ბათ შე­ჩერ­დე­ბა და ტექ­ნი­კუ­რი წა­გე­ბა ჩაგ­ვეთ­ვლე­ბა მეთ­ქი... რა შე­ჩერ­დე­ბა? ვინ შე­ჩერ­დე­ბა?! ნუ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც დი­დად არ აკ­ლებ­და ნატ­კენ ფეხ­ზე ჩა­ჭე­რას... ხოდა, ნუ გა­ა­ქა­ნა და მო­უ­გო!

აქ არ მთავ­რდე­ბა, ახლა იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი... იმ დო­ლუ­რა­ში ისევ ბე­ქა­უ­რი ამო­ვი­და... ხოდა პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ცალი ფე­ხით მო­უ­გო! კაცი კოჭ­ლო­ბით და­დი­ო­და და ერთი წა­მით არ უფიქ­რია იმ ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა, რომ­ლის დრო­შა­საც გუ­ლით ატა­რებს! პირ­ვე­ლად ვნა­ხე წაქ­ცე­უ­ლი კა­ცის გა­მარ­ჯვე­ბა, იმი­ტომ რომ არ და­ე­ცა!

და ცალ­კე სა­ნა­ხა­ვი იყო ეს ცრემ­ლი­ა­ნი კაცი მხარ­ში ამომ­დგარ თა­ნა­გუნ­დე­ლებს რომ გაჰ­ყავ­დათ... მარ­ტო მედ­ლე­ბი არაა გა­მარ­ჯვე­ბა, ფი­ნა­ლიც ეს იყო და ყვე­ლა მე­და­ლი ერ­თად... თო­რემ ოქ­რო­ე­ბი სახ­ლში ამას რომ აქვს, ისე­თი უნდა! შენ გე­ნაც­ვა­ლე მე, ბიჭო! შენ სა­ქარ­თვე­ლო ახა­რე! შენ ასე­თი სი­ა­მა­ყის ცრემ­ლე­ბით გვა­ყუ­რე­ბი­ნე შენს საქ­მე­ზე და მან­ქა­ნით ვე­ფხვი კი არა, მთელს ზო­ო­პარკთან ერ­თად ჩა­გიჯ­დე­ბი და გვა­ტა­რე სა­დაც გინ­და! ლაშა ბე­ქა­ურს გა­უ­მარ­ჯოს" - წერს სან­დრო ელოშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×