რეზონანსი
11.10.2026

 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლის 27 ივნისს, ევროკავშირმა განაცხადა რომ საქართველოს ინტეგრაციას აჩერებდა. რატომ? მიზეზი გახლდათ საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხო გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე მიღებული კანონი. ეს გასაგები ნაბიჯია, ვინაიდან სწორედ იგივე კანონები მალევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც მიიღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი შენარჩუნებული აქვს, მხოლოდ მას აქვს უფლება ესა თუ ის კანონი მიიღოს.

„მას შემდეგ კი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისა და უცხოეთიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მოშლის მიზნით ზემოხსენებული კანონი მიიღო, ევროკავშირმა საპასუხოდ ინტეგრაცია გაყინა. სწორედ ამ ფონზე აღმოჩნდა მოლდოვა წინ, თავისთავად ნამდვილი მიზეზი პოლიტიკურია. შენ თუ ქალბატონი ურსულასი და კომისიის დამჯერი ბიჭი იქნები, უპირველესი იქნები, მაგრამ თუ დამოუკიდებელი ხარ და გსურს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვა, მაშინ ევროკავშირის მოწონებას ვერ დაიმსახურებ.

მოლდოვა ბრიუსელისადმი მორჩილია, კარგი მოსწავლეა, ევროკავშირის ყველაზე დამჯერი მოსწავლეა. თავისთავად ბრიუსელი მას ყველა გზით ანგარიშს უწევს. ეს ამავე დროს ნიშნავს რომ მოლდოვას თავიდან ბოლომდე ბრიუსელის მითითებით ქმედება მოუწევს, ეს გახლავთ ლოგიკური შედეგი. მე კი მგონია რომ დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანია, ყოველთვის ერთადერთი სწორი", - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×