რეზონანსი
12.10.2026

ჟურნალისტი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის მეგობრის ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, თბილი მიმოწერების შემდეგ, მეგობრისგან მოულოდნელად ცივი პასუხების მიღება დაიწყო, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შეტყობინებებს შესაძლოა თავად გურამი არ სწერდა.

„მე მქვია ანა, საერთო სოფელი გვაქვს და გურიკაც იქ გავიცანი. ერთმანეთში ყოველ დღე მიმოწერა და მოკითხვა გვქონდა. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ იყო ძალიან მხიარული ბავშვი. ზაფხულობით ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მართლა განსაკუთრებული მეგობარი იყო. თითქმის ყოველ დღე, ერთმანეთში მოკითხვა გვქონდა. სულ ვნახულობდი, თვითონაც მეუბნებოდა, როცა ჩამოხვალ, მნახეო. ჩვენი მეგობრობა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. ჩემთან მიმართებით რომ გურიკა შეიცვალა, დაკარგვის ამბავი მალევე გავიგე. 

მე რომ ვწერდი, როგორ ხარ-მეთქი, ცივი პასუხები მომდიოდა - „კარგად“ - ასე არ სჩვეოდა. ჩვენს შორის წყენა არ ყოფილა. სოფოსაც ვუთხარი. რომ ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, მეცოდინებოდა ჩემთან შეცვლის მიზეზი. ერთ დღეს მოხდა ეს ცვლილება.

კითხვები მიჩნდებოდა, როცა სოფელში ჩავდიოდი, არ მნახულობდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ასე რატომ მპასუხობ, არაფერიო - მპასუხობდა. თავიდან მიცილებდა... მერე მწერდა. ძალიან განვიცდიდი. ჩემთვის ძალიან უჩვეულო ადამიანი გახდა. ყველას ცვალებადი ხასიათი გვაქვს, მაგრამ არასდროს მახსოვს, გურიკა მოწყენილი ყოფილიყო. რაღაც პერიოდში ვიფიქრე, ეს მართლა გურიკაა, ნეტა გურიკა მწერს-მეთქი? აშკარად, რაღაც მოხდა მის პირადში, ასე რომ შეიცვალა.

მერე იძულებული ვიყავი, აღარ მიმეწერა. დროს მივცემ, იქნებ მერე გამოკეთდეს-მეთქი... ჩემი კლასელი იყო ლომისაზე და მითხრა, ბავშვი დაიკარგა და ეძებენო... მერე გავიგე... 

ერთი უცნაური რაც იყო, ჩვენი მონაწერებისთვის უნდა გადამეხედა, გურიკას დაბლოკილი ვყავდი და ნაწერები წაიშალა. მახსოვს, რომ მე არ წამიშლია...“ - ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×