რეზონანსი
12.10.2026

 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურში - ამ შედეგით დაბრუნდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში. ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს მესამე ადგილი ლაშა ბექაურის ასპარეზობამ მოუტანა. ფეხზე სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ლაშა ბექაურმა ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა.

ძიუდოისტთა ნაკრებს სამშობლოში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა წარმატებული სპორტსმენების განსაკუთრებით კი, ბექაურის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბულინგი და სიძულვილის ენა კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

ოპოზიციის ნაწილისა და აქტივისტების მიერ სპორტსმენების ბულინგის მცდელობა არ უკვირს დედაქალაქის მერს. კახა კალაძის შეფასებით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე სწორედ პატრიოტი პროფესიონალები ხდებიან.

ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ დაწყებულ ბულინგსა და სიძულვილის ენის კამპანიაზე პასუხისმგებლობას არ იღებს თავად ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ თავად სპორტსმენების გულშემატკივრები არიან.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ წარმატებული სპორტსმენების ბულინგი ოპოზიციის გეგმის ნაწილია. ახლო წარსულს ახსენებს მთავრობის მეთაური იმ ქაცარავასაც,რომელიც ლაშა ბექაურს პატრიოტიზმს უწუნებს.

ბულინგი და სიძულვილის ენა ლაშა ბექაურის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილმა და მათმა აქტივისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ წარმატების მიღწევიდან მალევე დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×