რეზონანსი
13.10.2026

გვა­ტე­მა­ლა­ში, სა­კუ­თარ დაკ­რძალ­ვა­ზე 15 წლის გო­გო­ნა, იუ­ლე­ი­დი ის­კო­ტო­ი­ა­კი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ, კუ­ბო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მოჯ­და და ლა­პა­რა­კი და­ი­წყო. შო­კის­მომ­გვრე­ლი შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მო­ზარ­დი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, მა­მის თვალ­წინ გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი და­ე­ცა.

ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე აი­წყო, რო­დე­საც მო­ზარ­დმა მკერ­დის არე­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო. მა­მას, ევან­გე­ლისტ პას­ტორ აბ­რა­ამ ის­კო­ტო­ი­აკს გო­გო­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დაჰ­ყავ­და, რა დრო­საც მო­ზარ­დმა გო­ნე­ბა და­კარ­გა. კაც­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­ჩე­რა და შვი­ლის პულ­სი და სუნ­თქვა შე­ა­მოწ­მა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ ვერც პულ­სი იგ­რძნო და ვერც სუნ­თქვა შე­ამ­ჩნია, რის გა­მოც გო­გო­ნა ად­გილ­ზე­ვე გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­და.

მა­მის თქმით, დი­აგ­ნო­ზი ექიმს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­მო­ბაც არ გა­ცე­მუ­ლა. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის ნაც­ვლად, ოჯახ­მა კუბო შე­ი­ძი­ნა და იმა­ვე დღეს, დღის 14:30 სა­ათ­ზე, ელ-ხო­კო­ტე­ში მდე­ბა­რე სახ­ლში სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნია მო­ა­წყო.

სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სის დროს, ტი­რი­ლი­სას, გო­გო­ნას დედა, ლეს­ვია რი­ო­სი კუ­ბოს გა­და­ე­ფა­რა და შიგ­ნით მოძ­რა­ო­ბა შე­ამ­ჩნია.

"ვამ­ბობ­დი, რომ ის ცო­ცხა­ლი იყო. რო­დე­საც კუ­ბო­ზე ვტი­რო­დი, ფან­ჯა­რა გა­ვა­ღეთ და და­ვი­ნა­ხეთ, რომ ის მოძ­რა­ობ­და, უეც­რად წა­მოჯ­და“, - გა­ნუ­ცხა­და დე­დამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას.

გო­გო­ნას გა­ცო­ცხლე­ბას ემო­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვა - გა­ხა­რე­ბუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბი “ალი­ლუ­იას“ ყვი­როდ­ნენ. მო­ზარ­დმა გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე წყა­ლი მო­ი­თხო­ვა.

სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე სა­უბ­რი­სას იუ­ლე­ი­დიმ აღ­ნიშ­ნა: “გული სა­შინ­ლად მტკი­ო­და, სიმ­ძი­მეს ვგრძნობ­დი და შემ­დეგ გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. ღმერ­თსა და ჩემს მშობ­ლებს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. ხე­ლე­ბი ჯერ კი­დევ მი­კან­კა­ლებს, თუმ­ცა ძა­ლებს უკვე ვიბ­რუ­ნებ. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო“.

გო­გო­ნას მა­მამ გან­მარ­ტა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში: “მან უბ­რა­ლოდ შე­წყვი­ტა სუნ­თქვა, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვნა­ხე, რომ აღარ სუნ­თქავ­და და მა­ჯა­ზე პულსს ვერ ვგრძნობ­დი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო“.

მო­ზარ­დი გონ­ზეა და სახ­ლში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×