რეზონანსი
13.10.2026

ვენეციის კომისიის დასკვნა ე.წ. „გრანტების კანონმდებლობაზე“, სამართლებრივი არგუმენტებით აცამტვერებს „ქართული ოცნების“ შეზღუდვებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სერიოზულ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის როგორც ქვეყნის შიგნით,ისე გარეთ და ამის ერთ-ერთი დასტური კი ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული

„ქართული ოცნების“ სპიკერები, განსაკუთრებით, კობახიძე და პაპუაშვილი, კვალიფიციური იურისტების პედესტალიდან გვიმტკიცებდნენ, რომ ამ კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის, უცხოური გავლენებისა და ჩარევების გასანეიტრალებლად. ამ პროპაგანდაზე ვენეციის კომისიის ექსპერტთა კვალიფიციური პასუხი შემდეგია:

„ეს კანონები მიზნად არ ისახავს საქართველოს სუვერენიტეტისა დაცვასა და გაძლიერებას და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევებისგან დაცვას. ის აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებში. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევებისგან, ეს კანონმდებლობა მათ ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნის“.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობა ზღუდავს არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ რეალურად, პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს ათასობით ადამიანს. ივანიშვილის რეჟიმს სურს მოსპოს ამ ქვეყანაში ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა, აკრძალოს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ ყველა და ყველაფერი, რაც „ქართულ ოცნებას“ გზაზე გადაეღობება“ , - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ემსახურება გაცხადებულ მიზანს - დაიცვას კონსტიტუციური წყობილება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლისგან, დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნისგან, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისგან და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივებისგან. დასკვნის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა მისი ფუნდამენტური შერყევის საფრთხეს ქმნის - ხელს უშლის ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×