რეზონანსი
13.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება სურთ, თუმცა თავად არ იციან, როგორ გააკეთონ ეს.

როდესაც ტრამპს ჰკითხეს, რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ პუტინი ომის დასრულებას უფრო მეტად ცდილობს, ვიდრე ზელენსკი, მან უპასუხა: „მხოლოდ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით. მთელი ჩემი ცხოვრება შეთანხმებების დადებას უკავშირდება. ვფიქრობ, პუტინს სურს... ალბათ, ვთვლი, რომ ორივეს სურს ომის დასრულება".

ამასთან, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის არსებული ძლიერი მტრობა პროცესს ართულებს.

„მათ შორის ძალიან ძლიერი სიძულვილი არსებობს. მათ ორივეს სურთ ომის დასრულება, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ მათ ამის მიღწევაში დავეხმარებით", - დასძინა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×