რეზონანსი
13.10.2026

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

„საბჭომ გახსნა მე-2 კლასი - „შიდა ბაზარი" - და მე-3 კლასი - „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა". მოვუწოდებთ უკრაინას, განახორციელოს შემდგომი რეფორმები", - განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა თომას ბირნმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. უნგრეთის ვეტოს გადასალახავად უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა .

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×