რეზონანსი
14.10.2026

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, ექიმის ვინაობა, რომელთანაც გურამ დადიანიძე მამიდამ მიიყვანა, საგამოძიებო ორგანოს დადგენილი აქვს.

„ჩვენ ველოდებით ამ პიროვნებისგან სრულ ინფორმაციას წამლებთან, დიაგნოზთან დაკავშირებით და სხვადასხვა დეტალებს, რომელმაც რაღაცებს შეიძლება ნათელი მოჰფინოს,“ - განაცხადა კაკაბაძემ.

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ უკვე დატოვა. ინფორმაცია საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ განცხადება ქალმა თავად დაწერა, კონკრეტული მიზეზი კი არ დაუსახელებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×