რეზონანსი
14.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის თქმით, ჩაერთვებიან თუ არა ამ პროცესში უშუალოდ, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

"მანანა კობახიძის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ მოსამართლეებმა იციან და გაცნობიერებული აქვთ ის, რამდენად დიდია მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. უშუალოდ ჩავერთვებით თუ არა ამ პროცესში, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ. მოლოდინი იმისი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივ პროცესებთან ახლო პროცესი მაინც შეიძლება იყოს, არ გვაქვს ნამდვილად", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×