რეზონანსი
14.10.2026

ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი რე­პე­რის, თუ­ფაქ შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ყო­ფილ ლი­დერს, დუ­ე­ინ „Keffe D“ დე­ვისს სა­სა­მარ­თლომ 40 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. 63 წლის დე­ვი­სის მსჯავ­რდე­ბა გახ­და პირ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნი თით­ქმის 30-წლი­ან გა­უხ­სნელ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ჰიპ-ჰო­პის მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მელს აინ­ტე­რე­სებ­და.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სექ­ტემ­ბერ­ში დუ­ე­ინ „Keffe D“ დე­ვი­სი დამ­ნა­შა­ვედ ცნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში. საქ­მე ეხე­ბა 1996 წლის 7 სექ­ტემ­ბერს ლას-ვე­გას­ში მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას, რა­საც ვარ­სკვლა­ვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. დე­ვის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

თუმ­ცა დე­ვისს უშუ­ა­ლოდ ია­რა­ღი­დან არ უს­რო­ლია, პრო­კუ­რო­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ სწო­რედ იგი იყო იმ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

საქ­მე­ში მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად თა­ვად დე­ვი­სის სი­ტყვე­ბი იქცა, სა­დაც იგი სა­ჯა­როდ და არა­ერ­თხელ აღი­ა­რებ­და, რომ იმ თეთ­რი ფე­რის „კა­დი­ლა­კის“ სა­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც თუ­ფაქ შა­კუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნეს.

დე­ვის­მა თა­ვი­სი რო­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ კი­დევ 2008 წელს, სა­ი­დუმ­ლო და­კი­თხვი­სას უამ­ბო. ეს და­კი­თხვა რე­პერ Notorious B.I.G.-ის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბო­და, რო­მე­ლიც თუ­ფა­ქის და­ღუპ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მოკ­ლეს. იმ პე­რი­ოდ­ში დე­ვისს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­გან დაც­ვის შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, 2019 წელს დე­ვის­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და მის­ცა მრა­ვა­ლი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა თა­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ამით მან და­არ­ღვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რის გა­მოც მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რას უფ­ლე­ბა მის­ცა, მისი ინ­ტერ­ვიუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

პრო­კუ­რო­რებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ დუ­ე­ინ დე­ვის­მა, რო­მე­ლიც South Side Compton Crips-ის ქუ­ჩის დაჯ­გუ­ფე­ბის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი იყო, მკვლე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა და ია­რა­ღი გა­დას­ცა თა­ვის ძმის­შვილს, ორ­ლან­დო ან­დერ­სონს. სწო­რედ ან­დერ­სონ­მა გახ­სნა ცე­ცხლი თუ­ფა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იგი 1998 წელს სხვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ი­ღუ­პა და სი­ცო­ცხლე­ში უარ­ყოფ­და თუ­ფა­ქის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თა­ვის მხრივ, დე­ვი­სის ად­ვო­კა­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ მსა­ჯუ­ლე­ბი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, რომ დე­ვი­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი, წიგ­ნი და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი უბ­რა­ლოდ გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი, ტრა­ბა­ხი და გაზ­ვი­ა­დე­ბა იყო, რომ­ლის მი­ზან­საც წიგ­ნის გა­ყიდ­ვა და ფუ­ლის შოვ­ნა წარ­მო­ად­გენ­და.

თუ­ფაქ შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბა 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ გა­უხ­სნელ საქ­მედ რჩე­ბო­და, რა­მაც უამ­რა­ვი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რია წარ­მოშ­ვა. თუფაქი 25 წლის ასაკ­ში, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის მწვერ­ვალ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მსოფ­ლი­ო­ს მასშტაბით, ვარსკვლავმა 75 მი­ლი­ონ­ზე მეტი ალ­ბო­მი გაყიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×