რეზონანსი
14.10.2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალერტკარში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაჭრილი "ტიკ-ტოკერი" ზამი როგავაა. გავრცელებული ინფორმაციით, ძენაში მყოფი პირი შერმა, იგივე ვალტერ როგავა მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცეცხლასროლი იარაღით პენსიონერი მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, ხოლო ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. ოჯახებს შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაჭრილი ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×