რეზონანსი
14.10.2026

არაფერი ჩვენთვის არ შეიცვლება, ქვეყნისთვის შეიცვლება, „ქართული ოცნებისთვის“ შეიცვლება, კიდევ უფრო მძიმე იქნება მათ მიმართ [ევროპის] დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“გადაცემაში „360 გრადუსი“ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ თუმცა „ქართულ ოცნებას“ უნდა, დაანახოს ევროპას, რომ მყარად არიან და „არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ“.

„პროცესი გაგრძელდება ისევ ისე. ადამიანებთან შეხვედრას დაგვიშლიან? ეს შეიძლება გააკეთონ, მაგრამ ამას ეს კანონი არ სჭირდება, ამას სჭირდება დახვრეტა. [ხალხს] დაველაპარაკები ჩემი სახელით, „ევროპული საქართველოს“ სახელით. ჩვენ ვართ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს სახელად ვუწოდებთ „ევროპულ საქართველოს“. იქნება პოლიტიკური პარტია, ოღონდ არა „ქართული ოცნებისთვის“. ვერ ექნება „ევროპულ საქართველოს“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, ბანკში ანგარიში, ვერ მექნება შემოწირულებები, ოღონდ შემოწირულება არც დღესაა, „ქართულმა ოცნებამ“ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა სიტუაცია. არანაირი შესაძლებლობები არ შეგვეზღუდება. საბანკო ანგარიში ახლა კი მაქვს, მაგრამ ნული თანხის რაოდენობა. ყულაბაში ფული ჩაიყრება და ეგ იქნება. ჩვენი პრობლემა არის ხალხის მხარდაჭერის ხელახალი მოპოვება. არა მხოლოდ მოპოვება, არამედ ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ მხარდაჭერას სჭირდება დაცვა.

არ ვამბობ, რომ უკეთესად ვიქნებით, მაგრამ არაფერი ჩვენთვის არ შეიცვლება. ქვეყნისთვის შეიცვლება, „ქართული ოცნებისთვის“ შეიცვლება, კიდევ უფრო მძიმე იქნება მათ [ევროპის] მიმართ დამოკიდებულება. თუმცა ეს მათ არ აწუხებთ, მათ უნდათ, დაანახონ ევროპას, რომ მყარები არიან, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×