რეზონანსი
15.10.2026

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელიც რთველიდან ბრუნდებოდა და მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.

შეჯახების შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება ხევში გადავარდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრა, რომ ერთი დაშავებული უკვე გაწერილია, ოთხი პაციენტი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×