რეზონანსი
16.10.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, Bank of America (BOFA) ორგანიზებული Small Talk სიმპოზიუმის ფარგლებში, დაინტერესებულ საინვესტიციო ბანკებს და აქტივების მმართველებს წარედგინათ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიმოხილვა და საშუალოვადიანი გეგმები.

„საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ/ფისკალურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებს, საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ICBC-ისა და Nomura-ს ხელმძღვანელ პირებთან და ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მ.შ. აზიური კაპიტალის ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები, ინვესტორთა ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, - ნათქვამია უწყების ინფორმციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×