რეზონანსი
16.10.2026

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ. 

„მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი, ქოცობა ტეხავს“ - თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ. 

ერთწლიანი ნამდვილი სასჯელი, სამი წელი კი პირობითი - ასეთია პროკურატურის პირობები ციხიდან გათავისუფლებულების მიმართ. 

ექვსივე მსჯავრდებულს 4 ოქტომრბის საქმეზე ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×