რეზონანსი
17.10.2026

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი გადაცემაში „ერთი-ერთზე გიორგისთან“ იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის დასაწყისშივე წამყვანმა გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. წამყვანის კითხვას, დაშორდი თუ არა მეუღლეს, თათამ უპასუხა:

„სულ მეკითხებიან, დაშორდი? ყოველ ჯერზე, როდესაც მეუღლესთან ერთად ფოტოს ვდებ, მეუბნებიან, აა, შერიგდით? ადამიანებს ცოტა ზედმეტად აინტერესებთ პირადი ამბები. ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების პატივისცემა მოიკოჭლებს, რადგან მიჩვეულია ადამიანი ადრენალინს, ერთმანეთის კრიტიკას, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას

ჩემს მეუღლეს არ დავშორებივარ და ჯერჯერობით არც ვაპირებთ. იმედია, უფლის წყალობით და ჩვენი ინტელექტით, ბოლომდე „გავქაჩავთ“. ამ ეტაპზე უკვე აღარ მაღიზიანებს მსგავსი ჭორები“, - აღნიშნა თათა გიორგონიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×