რეზონანსი
17.10.2026

„ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. გორგასლის ოფისში მმართველი პარტიის ლიდერები დღის პირველ ნახევარში მივიდნენ. ჯერ გაიმართა პოლიტსაბჭოს შეკრება, შემდეგ კი უმრავლესობასთან შეხვედრა. სხდომებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

დღის წესრიგშია ყველა აქტუალური საკითხი - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა და რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×