რეზონანსი
17.10.2026

მომ­ღე­რალ­მა თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ გა­და­ცე­მაში „სარ­კას­ტი­კა­“ სტუმ­რო­ბი­სას, ისა­უბ­რა თუ რა­ტომ და­ი­შა­ლა მისი, ნინი ქარ­სე­ლა­ძი­სა და მა­რი­კა თხე­ლი­ძის მე­გობ­რუ­ლი „ტრიო“. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მათი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბე­ბი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა და ერ­თმა­ნეთ­თან სულ უფრო ცოტა სა­ერ­თო დარ­ჩათ. ერთ დროს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გზე­ბი ისე გა­ი­ყო, რომ ახლა არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ აქვთ.

რო­გორც თი­კამ თქვა, ის არის მა­რი­კა თხე­ლი­ძის ბავ­შვის ნათ­ლია, ხოლო ნინი ქარ­სე­ლა­ძე მისი მეჯ­ვა­რე იყო.

„სა­მი­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ბავ­შვო­ბი­დან. აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ მა­რი­კა თხე­ლი­ძეს­თან. რომ გა­ვი­ზარ­დეთ და გან­ვი­თარ­დით, მე სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ინ­ტე­რე­სე­ბი, მას - სხვა­ნა­ი­რი და და­ვი­შა­ლეთ. არ გვი­ჩხუ­ბია. აღარ გვინ­დო­და ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბა. მე ვარ მა­რი­კას ბავ­შვის ნათ­ლია, მაგ­რამ რად­გან ნათ­ლი­ე­ბი ვართ არ ვი­ჩხუ­ბოთ და არ და­ვი­შა­ლოთ?!“, - თქვა თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის სა­კითხს, რო­გორც თი­კამ თქვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მათი დაშ­ლა უფრო „მძი­მე“ იყო.

„ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან ოდ­ნავ მძი­მე დაშ­ლა იყო, მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა. მა­წყე­ნი­ნა თა­ვი­სი სი­ტყვე­ბის გამო, რაც არ უნდა ეთ­ქვა, და ჩვენც ასე და­ვი­შა­ლეთ. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ყო­ფი­ლა. რა­ღა­ცა­ში ვერ შევ­თან­ხმდით. არ ვი­მე­გობ­რებ იმი­ტომ, რომ არ შე­მიძ­ლია, ენერ­გე­ტი­კუ­ლად ვერ ვუ­გებ მაგ ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ“, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×