რეზონანსი
18.10.2026

რუსთავის N3 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: 

"გლოვობს მესამე სკოლა… 

არის ამბები, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია… არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს...

დღეს ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი და მწუხარებაა ლუკა  

ის იყო იმ ახალგაზრდების სახე, რომლებითაც სკოლა ამაყობს. თავისი ცოდნით, შრომისმოყვარეობით, თავმდაბლობითა და ადამიანური ღირსებებით მან მასწავლებლებისა და თანაკლასელების გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

ჩვენ გვეამაყებოდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. გვეამაყებოდა მისი წარმატებები, მისი მიღწევები, მისი მომავალი, რომელიც წინ იყო გადაშლილი… მომავალი, რომელსაც ამდენი იმედი და ოცნება ახლდა.

მაგრამ დღეს ამ ყველაფერზე ფიქრი აუტანლად მტკივნეულია".

"ინფო რუსთავის" ცნობით, მოულოდნელად გარდაცვლილი 24 წლის ლუკა ვანიშვილია. ახალგაზრდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×