რეზონანსი
18.10.2026

მსოფლიოში ცნობილი ბალერინას და ქორეოგრაფის, ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი და მოსახელე - მსახიობი ნინო ანანიაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი და მენეჯერი ნიკა კოხოძეა. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, გუშინ კი იქორწინეს.

წყვილმა ჯვარი დაიწერა, შემდეგ კი ქორწილი გადაიხადეს მეგობრების და ახლობლების წრეში. ქორწილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში წყვილის მეგობრებმა და გვერდმა Framemetbilisi გაავრცელა.

 ნინო ანანიაშვილი უმცროსი კინოსა და თეატრის მსახიობია. რამდენიმე როლი არის უკვე მის ანგარიშზე, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე და ასევე სერიალში. გარდა ამისა, მამიდის სახელობის სტუდიას ხელმძღვანელობს, რომელიც ბალეტის პატარება და დიდი მოყვარულებისთვის არის.

mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×