რეზონანსი
18.10.2026

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქის პორფირეს ლოცვა-კურთხევით იმყოფებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×