რეზონანსი
19.10.2026

საზოგადოების წინაშე გურამ დადიანიძის მამის მხრიდან ნათესავი, პირველად გამოვიდა კონტაქტზე. გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან“ 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ბიძამ მოულოდნელი განცხადებების გააკეთა.  კახა დადიანიძე მზად არის გურამ დადიანიძის დედას, სოფო ბიბილაშვილს გვერდით დაუდგეს, ასევე ითანამშრომლოს ოჯახის ადვოკატ, ტარიელ კაკაბაძესთან და საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასაც მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

„გურიკა ძალიან კარგ გარემოში იზრდებოდა, ნორმალური, ჭკვიანი, კარგი ბავშვი იყო. „ტიკ-ტოკში“ რომ იძახიან ასეთი და ისეთი იყოო, ზოგმა გიჟი გამოიყვანა და ზოგმა ნარკომანი, ეს ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, კარგი აზროვნებაც ჰქონდა და გონებაც. ამბობენ იქ რაღაც დალიაო. გადაცემებში გაჟღერდა ერთი მუჭი

წამალი დალიაო. ერთი მუჭი წამალი რომ დალიოს ადამიანმა მოკვდება, რა წამალი უნდა დალიო, თან ერთი მუჭი. მსგავსი მიდრეკილებები არ ჰქონია, არც ეწეოდა და არც სვამდა.

ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გურიკას, სოფოც (გურიკას დედა) და მამაც მას კარგად ექცეოდნენ. ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში არანაირი კონფლიქტები ოჯახში არ ყოფილა. სოფო რომ წავიდა თურქეთში (სამუშაოდ) თავის ძმას და რძალს დაუტოვა გურიკა და მერე ჩემმა ძმამ

წამოიყვანა თბილისში, აქ დაჰყავდათ ფასიან სკოლაში. რაც ბავშვი დაიკარგა იქ აღარ მივდივარ…“ – თქვა კახა დადიანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×