რეზონანსი
19.10.2026

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტარდარტად აფასებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა.

„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია, ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობა მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×