რეზონანსი
19.10.2026

ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს“.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.

„აღნიშნული პროცესი, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ შეშფოთებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მის მონიტორინგს“, - აღნიშნავს კრისტიან ვიგანდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×