რეზონანსი
19.10.2026

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში კომენდანტის საათი დააწესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე პარიზის რამდენიმე ქუჩასა და რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.

საფრანგეთის დედაქალაქის ნაწილში 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დემონსტრაციები აიკრძალა.

ასევე, კომენდანტის საათი ქალაქ ლილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლიონის ცენტრალურ ნაწილშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×