რეზონანსი
20.10.2026

ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა და მორიგი ორმაგი სტანდარტი ბრიუსელის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისრის განცხადება კონკრეტულ რეაგირებას მოითხოვს. მათი შეფასებით, ევროკომისიის წარმომადგენლის მცდელობა, დააშინოს მოსამართლეები, განწირულია.

"ამ ტიპის შეურაცხყოფა, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა იკადრა, კონკრეტულ რეაგირებებსაც კი საჭიროებს ჩემგან, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს მმართველ გუნდს. მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, ამაზრზენი და ვფიქრობ, რომ საჭირო არის კონკრეტული რეაგირება ამასთან დაკავშირებით. თავს იმის უფლებასაც კი აძლევს ევროკომისიის პრესსპიკერი, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უთითებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არის განწირული მცდელობა, რომ დააშინონ მოსამართლეები, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერსაც გაუმკლავდება", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე, ევროკომისარმა, კრისტიან უიგანდმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×