რეზონანსი
20.10.2026

ქართული ცეკვის ლეგენდა, ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილმა მინისტრმა თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო. როგორც მოცეკვავის შვილის ჰყვება, სამინისტროში შეხვედრაზე ანსამბლ "რუსთავის" ახალი ქორეოგრაფის კანდიდატურის - მამუკა ცერცვაძის წარსადგენად მივიდნენ. ფრიდონ სულაბერიძე, ჯანმრთელობის პრობლემებით, მინისტრმა მოსაცდელში 2 საათი ალოდინა, ქორეოგრაფის კანდიდატურა კი მხოლოდ იმიტომ დაბლოკა, რომ ის "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო. 

"მამაჩემი სუხიშვილების მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძეც თუ სუხიშვილების მოცეკვავე იქნება ამით რა დაშავდებოდა?!... შელაპარაკება როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ, კივილი, პანიკა ატეხა, დაუძახა დაცვას..." - განუცხადა "ფორმულას" ფრიდონ სულაბერიძე უმცროსმა.

ირკვევა, რომ ფრიდონ სულაბერიძეს ანსამბლ "რუსთავის" გათავისუფლებული მოცეკვავის ანსამბლში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში უკვე 1 წელია შეტანილი აქვს სარჩელი, რომლის განხილვაც ამ დრომდე არ დაწყებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×