
გუშინ ოსლოში შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრაში ასევე ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები მონაწილობდნენ. ამის შემდეგ უიტკოფი ახალი სამშვიდობო ინიციატივით ვლადიმერ პუტინთან ჩასვლას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ეს მოლაპარაკებები მაიამიში 9 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელებაა, სადაც ამერიკული მხარე უკრაინილებს დაემუქრა, რომ თუ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებდნენ, შეერთებული შტატები შეწყვეტდნენ სადაზვერვო ინფორმაციისა და შეარაღების მიწოდებას. მაშინ უკრაინულმა დელეგაციამ დროზე ადრე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა.
ტრამპი, როგორც რუსეთის მოკავშირე
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა საბოლოოდ გადააქცია შეერთებული შტატები რუსეთის ერთგვარ მოკავშირედ. საბოოლოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და პირდაპირ ეხმარება პუტინს უკრაინის განადგურებაში. ტრამპმა ღიად თქვა უარი დასავლურ, წესებზე დამყარებულ წესრიგზე. მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობს და ეროვნული ინტერესები მისთვის მეორეხარისხოვანი საკითხია - თანაც საჯაროდ გამოხატავს პუტის მიმართ სიმპატიას, ხოლო ზელენსკისათვის მხოლოდ სიძულვილსა და ანტიპატიას ამჟღავნებს.
მართალია სექტემბერში მან დიდი ზარ-ზეიმით ხელი მოაწერა ლინდსი გრემის სახელობის კანონ-პროექტს რუსეთის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ, მაგრამ კანონის ძალაში შესვლამდე 2 დღის ადრე შეაჩერა მისი მოქმედება, მიზეზად კი შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები დაასახელა.
მსოფლიოში ერთადერთი ზესახელწიფოს პრეზიდენტი ახლა ყველას არწმუნებს, პუტინი არ გააღიზიანონ.
ზელენსკის იგი „ხელმოცარულ არარაობად“ მიიჩნევს, რომელიც მის მეგობარ პუტინს მხოლოდ პრობლებემს უქმნის. ტრამპისთვის გაუგებარია, რატომ არ თმობს ზელენსკი დონბასის დარჩენილ ნაწილს.
პოლიტიკური ბულინგი
ბოლო დღეების ნამმავლობაში ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები ზელენსკის „გაშავებით“ არიან დაკავებულნი. მას მიაჩნია რომ უკრაინის პრეზიდენტი თანამდებობითვის შეუფერებელია, „არ იცის, რას ლაპარაკობს“.
„დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს, - აცხადებს ტრამპი. - მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას ვუჭერ მხარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკი საქმეს დიდად არ ეხმარება. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს, მე კი მსურს, რომ ადამიანები აღარ დაიხოცონ“.
ამის საპირისპიროდ, იგი პუტინს იცავს და აცხადებს, რომ „რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა.“
მოკავშირე თუ პარნიორი
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც მსვავსი რიტორიკით გამოირჩევა. ის ცალსახად აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს: „ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, უკრაინა ნატო-ს შეუერთდეს”.
იგი ასევე მოუწოდებს უკრაინას, შეწტყვიტოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე: „მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? - არა”.
რაც მთავარია, იგი უარს ამბობს განიხილოს უკრაინა, როგორც მოკავშირე. „დროდადრო განსხვავებული ინტერესები გვაქვს, უკრაინა, გარკვეული გაგებით, უფრო პარტნიორია,“ - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
„ეს სკანდალურია. აღმაშფოთებელია. უბრალოდ, სიმართლეს არ შეესაბამება“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო განსაკუთრების აღშფოთებულია უკრაინის ხელისულების პოზიციით. „ვნახე უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებული პირი, ვინც თქვა, რომ უკრაინაში ხალხი იღუპება, რადგან აშშ უარს ამბობს მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე - ეს სკანდალურია. ეს აღმაშფოთებელია. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ზუსტი.
- (ტრამპი) ზელენსკის „ხელმოცარულ არარაობად“ მიიჩნევს, რომელიც მის მეგობარ პუტინს მხოლოდ პრობლებემს უქმნის. ტრამპისთვის გაუგებარია, რატომ არ თმობს ზელენსკი დონბასის დარჩენილ ნაწილს
„ჩვენი ინფორმაციით, 13 და 18 რიცხვებში მომხდარი, ტექნიკური ხასიათის საკითხი იყო, ყველაფერი, რასაც სამხედრო უწყება უკრაინასთან აკეთებდა, იგივე დარჩა და არ შეცვლილა. განცხადებები, რომ პრეზიდენტი ტრამპი თითქოს ის განზრახ აკეთებს რაღაცას უკრაინისთვის ზიანის მისაყენებლად - არც სამართლიანია და არც სიმართლე”, - ამტკიცებს რუბიო.
უკრაინის დასჯა
ვლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებიდან შეფერხებულია კრიტიკულად საჭირო შეიარაღების მიწოდება. ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებაზე დაპირება ისევ არ სრულდება, სტარლინკი/სტარშილდი კი აღარ მუშაობს 130-160 კმ/სთ სიჩქარეზე, რაც ზღუდავს დრონების გამოყენებს.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი უარს ამბობს დაამტკიცოს მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინაში „პატრიოტის“ რაკეტების გადაცემაც.
სწორედ შექმნილი პრობლენების გამო, ზელენსკი პირდაპირ დაუკავშირდა სენატორებს და სთხოვა მათ, ზეგავლება მოეხდინათ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რათა აღდგენილიყო შეარაღების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.
ევროკავშირის პოზიცია
ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, ცდილობენ უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.
„რატომ არ დანებებულა უკრაინა პუტინის პირობებზე?“ - სვავს კითხვას ესტონელი პოლიტიკოსი და თავადვე პასუხობს: „ვინაიდან ევროპა მხარს უჭერს უკრაინას!”,
„თუ რუსეთი მაქსიმალისტურ პირობებს აყენებს, ჩვენ ასევე მაგიდაზე უნდა დავდოთ ჩვენი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რათა ეს მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ,” - მიაჩნია კალასს .
მიუხედავდ ამისა, ევროკავშირმა უკვე შეიმუშავა ორი წინადადება და პუტინთან თავისი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, სადაც ომის დამთავრების ორი ვარიანტის შეთავაზებას აპირებს. პირველი ითვალისწინებს არსებული ფრონტის ხაზზე კონფლიქტის „გაყინვას“ უკრაინის ნატოში არმიღების გარანტიებით. მეორე გეგმის მიხედვით კი უკრაინა თმობს დონბასს, მაგრამ ხდება ნატოს წევრი.