რეზონანსი
21.10.2026

თიკო ნატროშვილი, რომელიც 2000-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული მოდელი იყო საქართველოში, თავის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად წლების წინ გადავიდა. მიზეზი შვილის, კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. მას საქართველოში დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს. 

"კახი ახლა კარგად არის, თუმცა ფიზიკური პრობლემები აქვს, ეტლით მოსარგებლეა. გერმანიაში შშმ პირებს ყველანაირი პირობა აქვთ, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ. ასეც ცხოვრობს და მომავალში კიდევ უფრო მყარად შეუძლია დამოუკიდებელი ცხოვრება დაგეგმოს. 

კახის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა აქვს და სხვა არაფერი. სპეციალური მოვლის საშუალებები აქვს აქ და ხელჯოხით გადაადგილებასაც ახერხებს. ძალიან კარგად ცურავს. ვერცხლის მედალი აქვს სკოლის ნორმატივებში აღებული. ძალიან სპორტულია. დამოუკიდებელი განვითარებული ადამიანია.

საქართველოში დიაგნოზიც კი ვერ დავუსვით, არამცთუ რაიმე სახის მკურნალობა ჩაგვეტარებინა. დიაგნოზი თურქეთში დაისვა. ამ დაავადების მართვის გამოცდილებაც კი არ ჰქონდათ საქართველოში.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ემიგრაციაში მოვხვდებოდი. გერმანიაში ნამყოფიც კი არ ვიყავი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, 10 წელი გავიდა, რაც აქ ვართ..." - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" თიკო ნატროშვილმა.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×