რეზონანსი
21.10.2026

გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

კალაძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.

„ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.

გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, ქართველ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს!

კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!“, - წერს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×